ზუგდიდში გვამებით დაფარული ტროტუარი სახელმწიფოს დამსახურებით არ ვიხილეთ - წულუკიანი

გამოქვეყნდა:

თეა წულუკიანმა შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს და პოლიციელებს ზუგდიდის სპეცოპერაციისთვის  მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ზუგდიდში სისხლისღვრა სახელმწიფო უწყებების წყალობით არ მოხდა. მან ასევე მადლობა გადაუხადა და ცალკე გამოყო ავთანდილ გალდავაც, რომელიც მძევლებს ჩაენაცვლა.

 ზუგდიდის სპეცოპერაციის შესახებ წულუკიანმა მედიასთან სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

"მადლობა ეფუძნება ჩემი მხრიდან იმას, რომ ზუგდიდში ჩვენ არ ვიხილეთ სისხლისღვრა, ეს არის მთლიანად იმ სახელმწიფო სტრუქტურების დამსახურება, რომელსაც თქვენ ჩამოშლილს უწოდებთ.  ალბათ არ ჩამოშლად მიიჩნევდით იმას, რომ ჩვენ ღმერთმა დაგვიფაროს და გაგვღვიძებოდა ისეთ ზუგდიდში, სადაც ტროტურარი მოფენილი იქნებოდა გვამებით, ალბათ ეს უფრო იქნებოდა მავანისთვის სასიხარულო. ალბათ გაგიხარდებოდათ გვამებით მოფენილი ზუგდიდის ქუჩები, რაც არ მოხდა, მე მიკვირს, რომ ადამიანებს არ მოსწონთ ის, რომ ადამიანების სიცოცხლე იყო გადარჩენილი."- ამბობს ყოფილი იუსტიციის მინისტრი.

ყოფილი იუსტიციის მინისტრის თქმით, სახელმწიფოს და პოლიციას ადამიანის უფლებათა სტანდარტი ავალდებულებს, სიცოცხლე, დამნაშავის დაჭერაზე წინ დააყენოს.

"როდესაც სახელმწიფოს და უფრო კონკრეტულად პოლიციელს აქვს არჩევანი, გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე, თუ შეიპყროს მაშინვე დამნაშავე, სტანდარტი ადამიანის უფლებების, ამბობს რომ პოლიციელის პირველი ვალდებულებაა ჯერ გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე და შემდეგ იზრუნოს დამნაშავის დაჭერაზე. - თქვა ქართული ოცნების ლიდერმა, თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, თეა წულუკიანმა თქვა, რომ შსს მინისტრი ვახტან გომელაური ზუგდიდში პირველივე წუთიდან იყო და სიტუაციას აკონტროლებდა- "პირადად მართავდა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის პროცესს".

ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის სპეცოპერაციის მიმდინარეობისას, ვახტანგ გომელაური ადგილზე რამდენიმე საათის დაგვიანებით ჩავიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი