2020 წლის 21 ოქტომბერს, მთავარი არხის სამ საათიანი საინფორმაციო გამოშვება, პირდაპირ ეთერში ცხრა წუთით ადრე შევიდა.
ამ დროს ჯერ კიდევ უცნობი იყო, რამდენი ბოროტმოქმედი მონაწილეობდა ბანკზე განხოირციელებიულ ყაჩაღურ თავდასხმაში და რამდენი ადამიანი ჰყავდა მას მძევლად აყვანილი. ჟურალისტებს რესპონდენტების მოძიება პრაქტიკულად პირდაპირ ეთერში უწევდათ და სპეციალური საინფორმაციო გამოშვების დაწყებიდან ზუსტად ექვს წუთში ეთერში პირველი თვითმხილველის კომენტარიც გავიდა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, შეიარაღებული ყაჩაღის შესვლის მომენტში საქართველოს ბანკის, ზუგდიდის ამ ფილიალში 43 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის იყო ლაშა შენგელიაც, რომელიც დარბაზში საკუთარ რიგს ელოდა.
ვიდრე ბანდიტი საკუთარი მძევლების დამორჩილების საკითხს აგვარებდა, ზუგდიდში მომხდარ თვდასხმაზე პირველი კომენტარი საქართველოს მთავრობის მეთაურმაც გააკეთა. ამ დროს თბილისის დროით ზუსტად 14:59 წუთი იყო.
ამ ინტერვიუდან დაახლოებით თხუთმეტ წუთში ადამიანებმა, რომლებიც ბანკის ზედა სართულებზე იმყოფებოდნენ და ყაჩაღთან უშუალო შეხება არ ჰქონდათ, სახანძრო კიბის გამოყენებით შენობის დატოვება დაიწყეს. უსაფრთხო ადგილს ეძებდა თავად თავდამსხმელიც.
ვიდრე ყაჩაღი მძევლების დახმარებით გარე სამყაროსთან კომუნიკაციას დაამყარებდა და სახელმწიფოს საკუთარ მოთხოვნებს წაუყენებდა. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით პირველი პილიტიკური შეფასება გაკეთდა.
ბანკზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველი ოფიციალური განცხადება დაახლოებით საათნახევრის შემდეგ 15:55 წუთზე გააკეთა და მედიას მოუწოდა პირდაპირ ეთერში ტრანსლაციისგან თავი შეეკავებინა.
ამ განცხადებიდან რვა წუთში ანუ ზუსტად 16:03 წუთზე ყაჩაღი მძევლის დახმარებით პირველ სატელეფონო კომუნიკაციას ახორციელებს. ეს ვიდეო ზარი მთავარი ახრის პირდაპირ ეთერში ხვდება.
ამ პერიოდში ყაჩაღთან კონტაქტზე გადის სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის სამხარეო სამმართველოს უფროსი ავთანდილ გალდავაც.
პირველი ზარიდან სამ წუთში მძევალი ტელევიზიაში კიდევ ერთხელ რეკავს. სწორედ ამ ზარის დროს იხილა ქართულმა საზოგადოებამ პირველად ის ოთახი, რომელშიც 19 მძევალი იმყოფებოდა.
ამის შემდეგ ყაჩაღი მძევლის დახმარებით კიდევ ორჯერ გამოდის კონტაქტზე, პირველად ის ბანკის შენობის პერიმეტრიდან სპეცრაზმის მოშორებას ითხოვს. მეორე ზარისას კი ხსნის, რატომ დაუკავშირდა ის მთავარი არხის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას.
ამ ზარიდან მალევე, 17:04 წუთზე ნიკა გვარამია ასაჯაროვებს იმ მიმოწერას, რომელსაც ის მძევალთან აწარმოებდა.
ამის შემდეგ მმართველი გუნდის წევრებმა მძევალი, რომელმაც მედიას მიმართა ოპოზიციას დაუკავშირეს და სამთავრობო ეთერში ღიად დაიწყო პოლიტიოკური სპეკულაცია.
მომდევნო ორი ბრიფინგი. რომელიც ჩვიდმეტწუთიან შუალედში ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროში ხოლო მოგვიანებით მმართველი პარტიის ოფისში გაიმართა. მედისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიმართ მუქარით იყო სავსე.
ამ ორ ბრიფინგს შორის მძევალმა კიდევ ერთხელ დარეკა.
ამ მომენტიდან დაახლოებით სამი საათის განმავლობაში ვითარება მხოლოდ ერთხელ შეიცვალა, როცა ყაჩაღმა ორი მძევალი გაათავისუფლა.
"მთავარი არხის" მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში პირველი სატელევიზო კომენტარი გააკეთა არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.
პირველი კადრები, როცა თავდამსმხელმა ოთხ მძევალთან ერთად შენობის დატოვება დაიწყო პირდაპირ ეთერში 21:59 წუთზე გავიდა აქედან ზუსტად 9 წუთში საქართველოს ბანკის შენობა სამართალდამცავებმა დაიკავეს.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ყაჩაღმა ტერიტორია ოთხ მძევალთან ერთად დატოვა.
ლაშა შენგელია იხსენებს რომ მანქანით რამდენიმე საათი, თუმცა მხოლოდ სამეგრელოს სხვადასხვა რაიონებში იარეს.
ყაჩაღი ნახევარ მილიონ დოლართან ერთად უგზოუკვლოდ არის გაუჩინარებული, ქართული ოცნების მთავრობა კი სპეცოპერაციას წარმატებულად აცხადებს.
რა უნდა გაკეთებულიყო იმისათვის, რომ ერთის მხრიოვ მძევლები უვნებლად გადარჩენილიყვნენ და მეორეს მხრივ სახელმწიფოს ძალოვანი უწყებაც ასეთი უსუსური არ გამოჩენილიყო, ამ კითხვაზე პასუხი ცალსახაა.
უამრავი ვერსია წარმოითქვა სამხედრო ექსპერტების მხრიდან ყაჩაღის სამხედრო წარსულთან და მის ეკიპირებასთან დაკავშირებითაც, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ თავდამსხმელს ყველაზე იაფფასიანი და არაფრით გამორჩეული სამხედრო ფორმა ეცვა და ეკიპირებაც მინიმალისტური ჰქონდა.
პროექტ მარკსმენის დამფუძნებელი ზურა კეკელიძე ფიქრობს, რომ თავდამსხმელ ალბათ ჰქონდა სამხედრო გამოცდილება, თუმცა ის მთელ რიგ შემთხვევებში დილეტანტივით მოქმედებდა.
ზურასთვის, ისევე როგორც ბევრი სხვა ადამნიაისთვის გაუგებარია თავად სამართალდამცავების მიერ სპეცოპერაციის მეორე ეტაპის დაგეგმვა რომლის ბოლოსაც ბოლო წლების ყველაზე ხმაურიანი ყაჩაღობის შემოქმედი ლიკვიდირებული ან გისოსებს მიღმა უნდა აღმოჩენილიყო.
ყაჩაღობიდან მეოთხე დღე იწურებად და ნახევარმილიონერი ჯერჯერობით ისევ თავისუფალია. მისი თავისუფლების თითო დღე კი სამართალდამცავი უწყების პრესტიჟის კლებაზე პირდაპირპროპორციულად აისახება.