კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, რუსეთში შეზღუდვები მკაცრდება. სახის დამცავი ნიღბების ტარება სავალდებულო გახდა ყველგან, მათ შორის, საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც. რეგულაცია 28 ოქტომბრიდან ამოქმედდება.

რუსეთის "მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაცია" ხელისუფლებას 23:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ბარებისა და რესტორნების დახურვისკენაც მოუწოდებს.

 25 ოქტომბერს რუსეთში კორონავირუსიღ ინფიცირების რეკორდული რაოდენობა- 17,347 შემთხვევა დაფიქსირდა, 26 ოქტომბერს კი, რეკორდულად ბევრი - 320 ადამიანი გარდაიცვალა.

ცნობისთვის, რუსეთში ჯამში კორონავირუსის 1.5 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 26,400-ზე მეტი ადამიანი.

ბოლო მონაცემებით, რუსეთი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა. მას უსწრებენ ამერიკა, ინდოეთი და ბრაზილია. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი