არჩევნებმა ხელი უნდა შეუწყოს რეგიონში დემოკრატიული რეფორმების მობილიზებას - ანდრიუს კუბილიუსი

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტის წევრი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში ჩასატარებელ არჩევნებს Twitter-ზე ეხმაურება .

"საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ უნდა ჩაატარონ არჩევნები უახლოეს მომავალში, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში დემოკრატიული რეფორმების მობილიზებას", - წერს კუბილიუსი.

სამ ქვეყანაში ჩასატარებელ არჩევნებზე დისკუსია ონლაინრეჟიმში მიმდნარეობდა. მას ევროპარლამენტის წევრის გარდა, სამვე ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა.

საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გამოწვევებზე "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დამფუძნებელმა, კორნელი კაკაჩიამ ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გარდა არჩევნები წელს ოქტომბერ-ნომერბერში  უკრაინასა და მოლდოვაში ტარდება.

 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი