"მთავარი არხის" დიდი მცდელობის მიუხედავად, ცესკოს თავმჯდომარე ჩვენთან პირდაპირ ეთერს არ თანხმდება. თამარ ჟვანიასა და ნიკა გვარამიას მიმოწერა, სადაც "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ჟვანიას ეკა კვესიტაძის გადაცემაში მონაწილეობას სთხოვს, "ღამის მთავარმა" გაასაჯაროვა.
მიუხედავად იმისა, რომ ნიკა გვარამია თამარ ჟვანიას გადაცემაში იმ თემაზე სასაუბროდ ეპატიჟება, რომელიც ახლა ყველაზე აქტუალურია (პანდემია და არჩევნები), ჟვანია მას სწერს, რომ კენჭისყრამდე დარჩენილ დღეებში არ სცალია და არც ერთ მედიასაშუალებას არ ეკონტაქტება