უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ემი კონი ბარეტის დანიშვნა ნაჩქარევი და უპრეცედენტოა - ჯო ბაიდენი

გამოქვეყნდა:

დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, ჯო ბაიდენი, აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ემი კონი ბარეტის დანიშვნას ნაჩქარევს და უპრეცენდენტოს უწოდებს. 

დემოკრატები შიშობენ, რომ მოსამართლე ბარეტის რესპუბლიკელები პოლიტიკურად სენსიტიური საქმეების მათთვის სასრგებლოდ გადაწყვეტაში გამოიყენებენ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანამოაზრეებმა რესპუბლიკელებმა დემოკრატების წინააღმდეგობა გადალახეს და ემი კონი ბარეტი აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ 52 ხმით აირჩიეს.

ემი კონი ბარეტი უზენაეს სასამართლოში  18 სექტემბერს გარდაცვლილი რუთ ბეიდერ გინსბურგის ადგილას დაინიშნა. 

გინსბურგი აშშ-ის უზენაესი სასამართლოს ლიბერალური ფრთის წარმომადგენელი იყო. ის აქტიურად იბრძოდა ქალთა უფლებებისთვის, თანასწორობისთვის, აბორტის უფლებისთვის, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებისთვის.

რაც შეეხება ბარეტს, გავრცელებული ინფორმაციით, ის მორწმუნე კათოლიკეა და მხარს არ უჭერს არც აბორტის დაკანონებას, არც ერთნაირსქესიანთა ქორწინებას. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი