პრემიერმინისტრის, გიროგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მთავრობამ, ისევე როგორც კომისიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არჩევნების უფლება თითოეული მოქალაქისთვის დაცული იყოს და ყველას შეუძლია მოუწოდონ, რომ არჩევნებზე მივიდნენ.
"პანდემია გადაივლის, პანდემიას დავამარცხებთ, თუმცა დემოკრატიული არჩევნების დროს გაკეთებული არჩევანი ეს არის საფუძველი წლების განმავლობაში, მომავალი წლების განმავლობაში, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა. ყველა წესი, რომელიც იყო რეკომენდირებული იქნება დაცული თოთეულ უბანზე, მინდა ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, რომ ზოგიერთ სავაჭრო ცენტრში ვიზიტი შეიძლება იყოს უფრო მაღალი რისკის შემცველი, ვიდრე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა", — თქვა გიორგი გხარიამ.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე აღინიშნა, რომ არჩევნებზე მისვლა უსაფრთხო იქნება. საბჭოს დღეს, 28 ოქტომბერს ახალი შეზღუდვები არ მიუღია.
აქვე, გასულ 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა დადასუტრდა, გამოჯანმრთელდა 2 197 პაიციენტი, 15 კი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 44 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 33 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.