მამუკა მდინარაძე "ენმ"-ს ყალბი ფეისბუქ გვერდების შექმნაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ აღმოაჩინეს ოპოზიციასთან დაკავშირებული 60-მდე ყალბი გვერდი.
გამოვლინდა ოპოზიციასთან დაკავშირებული 60-მდე „ფეისბუქ“ გვერდი. თვალსაჩინოებისთვის რამდენიმეს გეტყვით: ჰაჰა ნიუსი, დრო მიდის, კადრები კი რჩება, მიშა დაბრუნდი, გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს გადასარჩენად, ანტი-ქოცი, ქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო, politicalა.შ.
არის 20 მსხვილი „ფეისბუქ“ ჯგუფი, რომელიც მოიცავს 330 000-მდე მომხმარებელს. არის 1 500-ზე მეტი იდენტიფიცირებული ბოტი და ფეიკ ექაუნთი." ამბობს მდინარაძე.
მისივე თქმით, ყალბი სოცქსელების შესახებ ინფორმაციას ისინი საერთაშორისო დამკვირვებლებს მიაწვდიან.
"ოცნების" ლიდერი დღეს დამკვირვებლებსაც დაესხა თავს. ის თეა წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა და გაიმეორა ის, რასაც იუსტიციის მინისტრი ამბობს. მდინარაძე დამკვირვებლებს "მავნებლურ საქმიანობაში" ადანაშაულებს.
თეა წულუკიანმა გუშინ, 27 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ არჩევნებს 32 ოპოზიციასთან აფილირებული ორგანიზაცია დააკვირდება