ყველა კვლევაში ჩანს, რომ "ოცნება" არჩევნებს წააგებს - ოპოზიციის შეფასება IPSOS-ზე

გამოქვეყნდა:

არჩევნებამდე სამი დღით ადრე, "მთავარმა არხმა" ფრანგული კომპანია IPSOS-ის ახალი, რიგით მეოთხე კვლევის შედეგები გაასაჯაროვა. კვლევის მიხედვით, მომდევნო კვირას, რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს "ქართულ ოცნებას" გამოკითხულთა მხოლოდ 23% დაუჭერდა მხარს.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ გადამწყვეტ არჩევნებზე დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს, რასაც ოლიგარქიული მმართველობის დასრულება მოყვება.

"ყველა ობიექტური კვლევა აჩვენებს, რომ ოპოზიციას აქვს 60% ერთობლივად, ხოლო მმართველ პარტიას მხოლოდ 40% ესეც იმ პირობებში, როცა არის უამრავი გადაუწყვეტელი ამომრჩეველი და ამ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმები უცილობლად წავა ოპოზიციის მხარეს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს უბრალოდ ვალდებულება ქართველი ხალხის წინაშე ყველა ევროპული მიმართულების პარტიას, რომ ვიყოთ ერთად", - თქვა ენმ-ს წვერმა, ნუგზარ წიკლაურმა.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის თქმით, ამ კვლევაში, ისევე როგორც მათ მიერ ჩატარებულ კვლევებში  ჩანს, რომ მმართველი პარტია არჩევნებს წააგებს. 

"პროევროპულად განწყობილ ოპოზიციურ ძალებთან და მათ შორის, პირველ რიგში, ევროპულ საქართველოსთან აუცილებლად დამარცხდება 31 ოქტომბრის არჩევნებზე", - თქვა სერგი კაპანაძემ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" ტოტალურ კრახს განიცდის ამ არჩევნებზე. 

"ოპოზიცია ჯამში აგროვებს გაცილებით მეტ ხმას, ვიდრე მმართველი პარტია. მე ვფიქრობ, რომ მმართველი პარტია დააგროვებს უფრო ნაკლებს ვიდრე იფსოსის კვლევებშია, რადგან ძალიან დიდი პროცენტი, რომელიც გადაუწყევტელია ოპოზიციის მხარდამჭერები არიან", - თქვა ლელოს ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.

"მთავარი არხის" დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 17 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 2000 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +-2,2%-ია.

კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე mtavari.tv სექტორში "არჩევნები 2020".

შეგახსენებთ, "მთავარმა არხმა" გასულ კვირებში Ipsos-ის მიერ ჩატარებული სხვა კვლევებიც გამოაქვეყნა, რომელთა სრულად ნახვაც შეგიძლიათ აქ : 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი