გამოხატვის თავისუფლებისა და ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა- NGO-ების წინასაარჩევნო შემაჯამებელი დოკუმენტი

გამოქვეყნდა:

მესამე სექტორი წინასაარჩევნო გარემოს შესახებ შემაჯამებელ დოკუმენტს აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, წინასაარჩევნო კანონდარღვევებზე გამოძიება ჭიანურდება, დამნაშავეები კი დაუსჯელად რჩებიან. 

"გვქონდა დაპირისპირებისა და ძალადობის ფაქტები და მათთან დაკავშირებით ეფექტური გამოძიება ჯერ არ წარმოებულა, გამოძიება დაიწყო, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ჩვენ არ ვიცით მისი შედეგები," - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობის" დირექტორი, ეკა გიგაური.

თავის მხრივ, არასამთავრობოების ანგარიშში საუბარია კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ხელისუფლების სოციალურ პროგრამებზეც, რომლებიც ამომრჩევლის მოსყიდვას ემსახურება. ეკა გიგაურის თქმით: "სოციალური დახმარებები საჭიროა, თუმცა ხალხს უნდა სცოდნოდა, რომ ეს დახმარებები მოდის ხალხის ბიუჯეტიდან, გადასახადების გადამხდელთა ფულიდან და არა მართველი პარტიიდან."

მესამე სექტორის შემაჯამებელ დოკუმენტში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან მთავარი არხისთვის წაყენებული მოთხოვნა მუსიკალური კლიპის განთავსების სამართლებრივი საფუძვლების წარმოდგენის შესახებ გამოხტვის თავისუფლების შეზღუდვადაა შეფასებული. 

NGO-ების აზრით, არჩევნების ლეგიტიმურობას საფრთხეს უქმნის  ცესკოს გადაწყვეტილება, რის გამოც, ინფიცირებულ და იზოლაციაში მყოფ ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება ეზღუდებათ. 

ავტორი: ნინო ღვედაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი