ელექტროშოკი არ ვიცი და შოკში ნამდვილად ხარ - ნიკა მელია ირაკლი კობახიძეს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის ბრალდებას, რომ, თითქოს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არჩევნებზე ხელკეტებითა და ელექტროშოკებით დესტრუქციული ქმედებებისთვის ემზადებიან, ნიკა მელია Facebook-ზე ეხმაურება. 

"ელექტროშოკი არ ვიცი და შოკში ნამდვილად ხარ. ხვალ გლდანის რაიონი პოლიტიკიდან გაგაცილებს", - წერს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი და გლდანში მაჟორიტარობის კანდიდატი, ნიკა მელია. 

როგორც ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, მას ხელში ჩაუვარდა "ნაციონალური" მოძრაობის ოფისებიდან გამოჟონილი ადამიანების სიები, რომლებიც 2020 წლის არჩევნებზე დესტრუქციული ქმედებებისთვის ემზადებიან.

ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" 3 წევრს - ნიკა მელიას, დევი ჭანკოტაძეს და დიმიტრი შაშკინს - ხელკეტებითა და ელექტროშოკებით აღჭურვილი აქტივისტები ჰყავთ მოიბილიზებული. მისი თქმით, მსგავსი ქმედებები კანონის ძალით და განსაკუთრებული სიმკაცრით დაისჯება.

აქვე შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, ხვალ, 31 ოქტომბერს არჩევნები 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი