გავრილოვის ჩამოყვანისთვის გადაყენებული კობახიძე ბუბა კიკაბიძეს აკრიტიკებს

გამოქვეყნდა:

რუსი პოლიტიკოსის, სერგეი გავრილოვის, საქართველოში ჩამოყვანისთვის პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბუბა კიკაბიძეს რუსულიად სიმღერისთვის აკრიტიკებს. 

"იმ დოკუმენტში ისიც ხომ არ წერია, თავისუფლების მოედანზე "თბილისო" რუსულად იმღერეთო?" - თქვა კობახიძემ გრუ-ს ანგარიშზე, სადაც გაწერილია, როგორ უნდა გაძლიერდეს საქართველოში პრორუსული რიტორიკა 2020 წლის არჩევნებისთვის. 

ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ წინასაარჩევნო გარემოზეც ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაციები ბრალდებების შესაბამისი ფაქტების წარმოდგენას ვერ ახერხებენ.

"ჩვენ ყველას ვთხოვთ, წარმოგვიდგინეთ ინფორმაცია, რომელიც ასახავს კანონდარღვევას. სახელი მაინც მიუთითონ, გვარი, თუ ჩანაწერი ვერ მოაქვთ. ამ შემთხვევაში, ჩვენ გვექნება მყისიერი რეაგირება. ვერ ახერხებენ ასეთი ფაქტების წარმოდგენას", - ამბობს კობახიძე. 

შეგახსენებთ, რომ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" დღეს ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია იმაზე, რომ წინასაარჩევნო პერიოდში სახელმწიფოსა და მმართველი პარტიის გამიჯვნის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და ამომრჩევლის მოსყიდვის არაერთი შემთხვევა გამოვლინდა. 

წინასაარჩევნო პროცესებს "საია"  9 რეგიონში აკვირდებოდა: თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, შიდა და ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი