თვითიზოლაციაში მყოფებმა ხმა ჯერ უბანზე მისცეს, გადასატანი ყუთი მათ სახლშიც მიუტანეს - დარღვევები გურიაში

გამოქვეყნდა:

თვითიზოლაციაში მყოფმა ორმა პირმა სოფელ ლაითურში ხმა საარჩევნო უბანზე მისცა, რომლის დატოვების შემდეგაც მათ საცხოვრებელ სახლში სპეციალური გადასატანი ყუთიც მიუტანეს.

ოჯახის წევრების თქმით, მათ სამინისტროსთვის სპეციალურ სიაში შეტანის თხოვნით არ მიუმართავთ და მათთვის გაურკვეველია, როგორ აღმოჩნდნენ ორ სიაში.  

ცნობისთვის, თვითიზოლაციაში მყოფმა პირმა ხმა 112-ე უბანზეც მისცა და იქვე თანხაც აიღო. 

აღსანიშანავია, რომ არიან ამომრჩევლები, რომლებიც საერთოდ არ დაარეგისტრირეს სიაში, მცდელობების მიუხედავად. ასეთი ნანუკა მიქელაძეა, რომელმაც საჯარო სტატუსიც გამოქვეყნა.

დარღვევები ფიქსირდება მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარულ ოლქშიც, სადაც საარჩევნო უბნებთან გამგეობის თანამშრომლები სიებით დგანან და აგიტაციას ეწევიან.

დარღვევებით მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი ქუთაისში,ზუგდიდშიმარნეულშვანსა და ხონში.

წყალტუბოში ერთერთ უბანზე  საარჩევნო აგიტაციის შემთხევაც დაფიქსირდა.

ხარაგაულის მეორე უბანზე კი, "ქართული ოცნების" კოორდინატორს ფურცლები დაუვარდა, სადაც ჩამოწერილია ადამიანთა სია, მიწერელია სახელ-გვარები და ტელეფონის ნომრები, ასევე წარწერა "50+" ზოგან კი "50ლ".

არჩევნები ფოტოებში შეგიძლიათ ნახოთ აქ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი