შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო ცაციაშვილის განცხადებით, პოლიციამ ამ დროისთვის სავარაუდო დანაშაულის 6 ფაქტზე დაიწყო გამოძიება.
- "გამოძიება დავიწყეთ ქალაქ თბილისში დიდი დიღმის მესამე მიკრო რაიონში 40-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ენმ-ს აქტივისტის, ზვიად კურპავას მიერ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე - სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
- ქალაქ ქუთაისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, N13-ში მდებარე N20-ე საჯარო სკოლაში განთავსებული 37-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარტია "ლეიბორისტების" ქუთაისის მერობის კანდიდატმა - ირაკლი კიკვაძემ განაცხადა, რომ უცნობმა პირებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რასთან დაკავშირებითაც დაწყებულია გამოძიება საქართველოს სსკ-ის 162-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით.
- ასევე გამოძიება დაიწყო, ქ. თბილისის ისნის N39, მარნეულის რაიონი, სოფელ დაშტაფის N52 და სოფელ ყიზილაჯლოს N89 საარჩევნო უბნებზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 126 მუხლის პირველი ნაწილით", - თქვა ნინო ციციაშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.