ქართული ოცნება აგებს და აგონიაშია, ივანიშვილის მხოლოდ ძალადობა დარჩა - გიგი უგულავა

გამოქვეყნდა:

"ევროპულის საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა ამბობს, რომ ის რაც ახლა თბილისსა და რეგიონებში ხდება ნიშნავს იმას, რომ "ქართული ოცნება აგებს და აგონიაშია".

"ქართული ოცნება აგებს ქართული ოცნება აგონიაშია და კონვერსიული ფართხალით გამოირჩევა. იმას, რასაც დღეს ჩვენ ვაკვირდებით თბილისის ქუჩებში და არა მარტო თბილისში, ეს მიუთითებს იმას, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი რესურსი დარჩა ივანიშვილს, ეს არის მხოლოდ ძალადობა და არაფერი ძალადობის გარდა", - თქვა გიგი უგულავამ.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ მოქალაქეები "დაირაზმონ" და საარჩევნო უბნებზე საკუთარი აზრი დააფიქსირონ. 

ცოტა ხნის წინ გლდანში, პირველ მიკროში საბავშვო ბაღში განთავსებულ უბანთან სროლა იყო. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავებიც. დაპირისპირება საკმაოდ ბევრ ადამიანს შორის მოხდა, ვრცელდება ვიდეოები, სადაც მოქალაქეები ამბობენ, რომ ერთერთ პირს იარაღი აქვს და პოლიციას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი