შინაგან საქმეთა სამინისტრომ გლდანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 5 პირი დააკავა. ამ თემაზე კომენტარი საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ, მედიასთან ცოტა ხნის წინ გააკეთა. 

"ადგილზე მოხდა ინციდენტი, მხარეებს შორის იყო დაპირისპირება, ამ ეტაპზე ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, პირველადი ინფორმაციით, დავაკავეთ 5 პიროვნება, ეს პირები არიან ადმინისტრაციული წესით, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისათვის და წვრიმლანი ხულიგნობისათვის დაკავებულები", - თქვა ვაჟა სირაძემ.

მისი თქმით, ვერ დაადასტურებს ინფორმაციას ადგილზე სროლასთან დაკავშირებით.  

ცოტა ხნის წინ გლდანში, პირველ მიკროში საბავშვო ბაღში განთავსებულ უბანთან სროლა იყო. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავებიც. დაპირისპირება საკმაოდ ბევრ ადამიანს შორის მოხდა, ვრცელდება ვიდეოები, სადაც მოქალაქეები ამბობენ, რომ ერთერთ პირს იარაღი აქვს და პოლიციას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი