"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის და გადამდგარი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ოპოზიცია საკუთარ მარცხს ყოველთვის გამარჯვებად აფასებს და დღეს საღამოსაც ამის "უბადრუკი" მცდელობა აქვთ.
"ეს ის ხალიხა, რომელიც მარცხს საკუთარს ყოველთვის გამარჯვებად აფასებს და დღეს საღამოსაც აქვთ ასეთი უბადრუკი მცდელობა იმისა, რომ თავიანთივე ამომრჩეველში გააჩინონ ე.წ. მუხტი და ჩართონ ის სცენარი, რომლის ჩართვის პროცესშიც, როგორც ჩანს, სირთულეებს აწყდებიან", - თქვა თეა წულუკიანმა.
წულუკიანმა საერთაშორისო დამკვირვებლებს მოუწოდა, რომ ოპოზიციის "ძალადობრივი" მეთოდები დაგმონ.
"ქართული ოცნების" სხვა ლიდერებთან ერთად, მანაც აღნიშნა, რომ მმართველი პარტია იმარჯვებს.
შეგახსენებთ, 84-ე უბანთან დღეს სიტუაცია უმართავი გახდა. ისმოდა სროლის ხმა, თუმცა ამას შსს არ ადასტურებს. პოლიციამ მომხდარზე 5 პირი დააკავა. ისინი ხულიგნობისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის ბრალდებით არიან დაკავებული.
"ოცნების" აქტივისტები გლდანში დღეს ჟურნალისტებსაც დაესხნენ თავს. დაშავდა ტვ პირველის ჟურნალისტი, დაპირისპირება მოხდა "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფთანაც.