ცესკო ვერ ითვლის, რაც "ოცნების" დამარცხებას და ადგილზე გაყალბებებისთვის დროის მიცემას ნიშნავს - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

ნიკა გვარამიას ინფორმაციით ცესკო შედეგებს ვერ ითვლის. ამის შესახებ "მთავარი არხის" დირექტორმა სტატუსი გამოაქვეყნა. მან იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია ხმებს დაიცავს.

"ცესკო ვერ დებს შედეგებს და ეს ყველამ ვიცით, რას ნიშნავს - ოცნების დამარცხებას, და ადგილზე გაყალბებებისთვის დროის მიცემას!" - დაწერა ნიკა გვარამია.  

აქვე შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით  "ქართული ოცნებაში" ბრიფინგი გაიმართა, სადაც ირაკლი კობახიძემ 13 მაჟორიტარობის კანდიდატის მონაცემები გაასაჯაროვა და თქვა, რომ ისინი დამაჯერებლად იგებენ

დღესვე ცნობილი გახდა, რომ "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფოთში, გიგა ბოკერია მეორე ტურში "ოცნების" კანდიდატის, ირაკლი ხახუბიას წინააღმდეგ მხარს ენმ-ს კანდიდატს, მურთაზ ზოდელავას დაუჭერს. 

აქვე, "მთავარი არხის" გამოქვეყნებული რეგიონების მაჟორიტარული ოლქების შედეგები - Ipsos-ის ეგზიტპოლის 8 საათის მონაცემები შეგიძლიათ ნახოთ აქ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი