ძალადობა ჟურნალისტების წინააღმდეგ - ომბუდსმენი გამოძიებას და დამნაშავეების დადგენას ითხოვს

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველი არჩევნების მიმდინარეობისას, მედიის წარმომადგენლებისათვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლისა და ძალადობის ფაქტებს ეხმიანება.

ომბუდსმენი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს თითოეულ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის საფუძველზე და დაადგინოს ყველა მონაწილე.

გლდანში, დაპირისპირების დროს დღეს ტვ პირველის ჟურნალისტმა ფიზიკური დაზიანება მიიღო, ასევე ინტერნეტ გამოცემა "პუბლიკას" ჟურნალისტს დაუზიანდა ტელეფონი. On.ge-ს ჟურნალისტს  მუშაობაში შეუშალეს ხელი მარნეულში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი