გაყალბების სქემა, რომელსაც ცესკო ამუშავებს - ხათუნა გოგორიშვილი ჟვანიას უწყების ხრიკებზე

გამოქვეყნდა:

კერძოდ, როგორც გოგორიშვილი "ღამის მთავარის" ეთერში საუბრობს, იმ დისბალანსს, რომელიც ოქმებზე ჩანს, კომისიის წევრები და მდივნები სხვადასხვა მიზეზებით ახსნიან, რის შემდეგაც დაჯდება ის შედეგი, რა შედეგიც ხელისუფლებას აქვს გათვლილი.

ძალიან ბევრგან არ არის ბალანსი. მოსული უფრო ნაკლებია, ვიდრე მიღებული ხმების რაოდენობა და ახლა ყველგან საუბნო კომისიის მდივნები და წევრები სხედან და წერენ ახსნა- განმარტებას, რის მიხედვით უნდა გაპრავდეს ეს დისბალანსი. ტექსტი არის ყველგან ერთ - "გადაღლილობის გამო შემეშალა და ნაცვლად ამ რიცხვისა დავწერე ეს რიცხვი"- ხვალ ყველა ოქმზე იქნება მიკრული შესწორების ოქმი, რომლის მიხედვითაც ყველაფერი დაჯდება ისე, როგორც არის" ამბობს ხათუნა გოგორიშვილი.

მისივე თქმით, გაყალბებისა და მანიპულაციის ერთ-ერთი საშუალებაა ისიც, რომ ცესკო ამ ეტაპზე მხოლოდ იმ ოქმებს ტვირთავს, რომლებშიც "ქართული ოცნება" იმარჯვებს.

შეგახსენებთ, ცესკოს მხირდან ოქმების გასაჯაროების დაგვიანების შესახებ პირველი განცხადება "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გააკეთა და ოპოზიციას აქტიურობისა და ხმების დაცვისკენ მოუწოდა. ნიკა გვარამია ამბობს, რომ თამარ ჟვანიას უწყება ახლა ხმების გაყალბებითაა დაკავებული და ოიპოზიცია "ინდა გამოფხიზლდეს"

ამასობაში კი ვიდრე ცესკო უჩვეულოდ დუმს, სოციალურ ქსელში ოქმების ფოტოები ვრცელდება, სადაც ჩანს შეუსაბამო მონაცემები არჩევნებზე მისული ამომრჩევლების რაოდენობასა და იმ ხმებს შორის, რომელიც ამავე ოქმების მიხედვით, "ოცნცებამ მიიღო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი