აქ რა ხდება, სადაა 48 ამომრჩევლის ბიულეტენი? - ხათუნა სამნიძე ცესკოს მიმართავს

გამოქვეყნდა:

სადაა ბიულეტენები 48 ამომრჩევლი? - წერს "რესპუბლიკური" პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ხათუნა სამნიძე და Facebook-ზე ერთ-ერთი ოლქის ოქმს აქვეყნებს.

"აქ რა ხდება? სადაა ბიულეტენები - 48 ამომრჩევლის? ხელით მოგვიტანეს ოქმები, ხელით, ჰარდკოპები ოქმების და თქვენ რა გჭირთ, რა ჯადო ასეთი?" - წერს ხათუნა სამნიძე.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ოპოზიციის ლიდერები საარჩევნო ოქმებს აქვეყნებენ და წერენ, რომ უბნებზე დისბალანსია.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის და მაჟორიტარობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია #82-ე კოვიდ-უბნების ოქმების ფოტოებს აქვეყნებს და ამბობს, რომ მონაცემები გაყალბებულია.

ცესკოს განმარტებით,  ოქმებთან დაკავშრებით, სადაც მოაცემები შეუსაბამოა "აღნიშნული უბნების შემაჯამებელ ოქმებში არ არის ასახული დალუქული გადასატანი ყუთების მონაცემები".

"მთავარი არხის" დაკვეთით იფსოს გლობალის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის 8 საათის მონაცემები რეგინებში მაჟორიტარობის კანდიდატების მიხედვით შეგიძლიათ ნახოთ აქ.

თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქის შედეგები - Ipsos-ის ეგზიტპოლის 8 საათის მონაცემები.

Ipsos Global-ის ეგზიტპოლები - მაჟორიტარული ოლქები.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი