დილიდან ვაცხადებთ მასობრივ მობილიზაციას - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში მიდის არჩევნების მოპარვა - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი ცესკოს დუმილს.

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება ისევ არჩვენების შედეგების გაყალბებას და ხალხის ხმების მოპარვას ცდილობს, რისი საშუალებაც მათ არ უნდა მიეცეთ. 

მიხეილ სააკაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "ღამის მთავარი" პირდაპირი ჩართვის დროს, საკუთარ მხარდამჭერებს და სხვა ოპოზიციურ პარტიებს მიმართა:

"ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო...ივანიშვილმა დაიწყო საარჩევნო შედეგების მასობრივი გაყალბება. 

ივანიშვილს წაგებული აქვს. ახლა რასაც შვება, ეს არის ყველაზე უხეში, ლუკაშენკოსა და ასეთი რეჟიმების მსგავსი ქვეყნების კიდევ უფრო პრიმიტიული გაყალბება ბანალურად, ოქმების გადაწერა. 

ძალა, რომელმაც წააგო თბილისი, ბათუმი, ქუთაისი რუსთავი, ზუგდიდი, ყველა მსხვილი დასახლებული პუნქტი საქართველში, ახლა ცდილობს ოქმებით ახალქალაქის, მარნეულის და გადაწერილი ოქმებით 50% -ის დაწერას, რაც ფიზიკურად არ აქვს, რადგან ის ახლოსაც კი არ არის ამ რიცხვთან, "- ამბობს მიხეილ სააკაშვილი

მესამე პრეზიდენტი უკვე დილიდან, აქტიურ ქმედებებს და მასობრივ მობილიზაციას აანონსებს

ხვალ დილამდე გაძელით, დილიდან ვაცხადებთ მასობრივ მობილიზაციას. არ მივცემთ ივანიშვილს საშუალებას, მოიპაროს ქართველი ხალხის არჩევანი. ამ წუთებში მიდის არჩევნების მოპარვა.

ახლა აღარ არის კონკურენციის დრო, თითოეული თქვენგანის ხმა არის დასაცავი - მიმართავს მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს.

შეგახსენებთ, ცესკოს მხირდან ოქმების გასაჯაროების დაგვიანების შესახებ პირველი განცხადება "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გააკეთა და ოპოზიციას აქტიურობისა და ხმების დაცვისკენ მოუწოდა. ნიკა გვარამია ამბობს, რომ თამარ ჟვანიას უწყება ახლა ხმების გაყალბებითაა დაკავებული და ოიპოზიცია "უნდა გამოფხიზლდეს"

სოციალურ ქსელში ოქმების ფოტოები ვრცელდება, სადაც ჩანს შეუსაბამო მონაცემები არჩევნებზე მისული ამომრჩევლების რაოდენობასა და იმ ხმებს შორის, რომელიც ამავე ოქმების მიხედვით, "ოცნცებამ" მიიღო. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი