"ოცნება" 50,59%, ენმ 24,9%, "ევროპული საქართველო" 3,82% - ცესკომ უბნების 42,94% დათვალა

გამოქვეყნდა:

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ამ დროისთვის დათვლილია უბნების 42,94%, რაც სულ 3 847 უბნიდან 1 652-ის მონაცემებს მოიცავს. ამ დროის მონაცემებით, ხმები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • "ქართული ოცნება" -50,59%;
  • "ნაციონალური მოძრაობა" - 24,9%;
  • "ევროპული საქართველო" - 3,82%;
  • "პატრიოტთა ალიანსი" - 3,31%;
  • "ლელო" - 3,11%;
  • "სტრატეგია აღმაშენებელი" - 3,01%;
  • "გირჩი" - 2,85%;
  • "მოქალაქეები" - 1,34%.

ცესკოს პირველადი მონაცემებით, როცა უბნების 28%-იყო დათვლილი შეგიძლიათ ნახოთ აქ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია ცესკოს მონაცემებს გაყალბებულს უწოდებს. ცოტა ხნის წინ, ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ხვალ 4 საათზე საქართველოს მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე ელოდებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი