თითქოს გზაში ვიღაცა, რაღაცას ცვლის ეს საუკუნეებს მიღმა ჩარჩენილი შეფასებაა - თამარ ჟვანია

გამოქვეყნდა:

ცესკოს თავმჯდომარე ამბობს, რომ საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული შედეგები წლებია
ერთი ერთში ემთხევა იმ პოლიტიკური სუბიექტების შედეგებს, "ვინც ბრალს გვდებდა თითქოს და შეცვლაში"

"ის არასეროზული შეფასებები, რომლებიც გულისხმობს, რომ თითქოს გზაში ვიღაცა, რაღაცას ცვლის, იქნება ეს ოლქი თუ ცესკო, ეს არის აბსოლუტური აბსურდი და მემგონი, საუკუნეებს მიღმა ჩარჩენილი შეფასება, რომელიც დიდი ხანია განვითარებულ საქართველოს თავისი ისტორიიდან აქვს წაშლილი - ცენტრალური საარჩევნო კომისა დაითვლის ხმებს ზუსდტად ისე, როგორც ითვლიდა და მე მახსენდება წინა არჩევნები, როდესაც იგივე პოლიტიკური სუბიექტები ჩვენ ბრალს გვდებენ თითქოს და შეცვლაში, მაგრამ მათივე დათვლილი შედეგი იყო ერთი ერთში, ზუსტად ისეთი, როგორც ჩვენი და არასამთავრობო მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციების პარალელური დათვლის შედეგები ერთი ერთიში ემთხვევა წლებია ცესკოს შედეგებს," - ამბობს თამარ ჟვანია 

აქვე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დილის 7 საათისთვის, დათვლილია უბნების ნახევარზე ოდნავ მეტი - 50,45%, რაც სულ 3 847 უბნიდან 1 941-ის მონაცემებს მოიცავს. ამ დროის მონაცემებით, ხმები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • "ქართული ოცნება" - 49,98%;
  • "ნაციონალური მოძრაობა" - 25,42%;
  • "ევროპული საქართველო" - 3,82%;
  • "პატრიოტთა ალიანსი" - 3,29 %;
  • "ლელო" - 3,1 %;
  • "სტრატეგია აღმაშენებელი" - 3,01%;
  • "გირჩი" - 2,83 %;
  • "მოქალაქეები" - 1,31%;
  • "ლეიბორისტები" - 1%.

ცესკოს პირველადი მონაცემებით, როცა უბნების 28%-იყო დათვლილი შეგიძლიათ ნახოთ აქ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია ცესკოს მონაცემებს გაყალბებულს უწოდებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი