შსს: გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულის 12 საქმეზე დაიწყო, დაკავებულია 9 პირი

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. 

პოლიციამ არჩევნების დღეს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე 12 სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტზე დაიწყო გამოძიება, ასევე ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ 16 ფაქტზე.

სისხლის სამართლის 187-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებას, რომელიც გლდანში TV პირველის ჟურნალისტთან მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, დაემატა 154-ე მუხლის 1 ნაწილი, რაც ჟურნალისტისათვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის უკანონოდ შეშლას გულისხმობს. 

ასევე, სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო გამოძიება შემდეგ საარჩევნო უბნებზე მომხდარ ფაქტებზე:

  • ქ. თბილისში, N40 საარჩევნო უბანი; 
  • ვარკეთილის IV მიკრორაიონში 39-ე და 40-ე საარჩევნო უბნები;
  • კახეთის გზატკეცილზე, 78-ე უბანი;
  • თბილისი, 90-ე საარჩევნო უბანი;
  • ქუთაისის 37-ე საარჩევნო უბანი;
  • რუსთავის 16-ე საარჩევნო უბანი;
  • რუსთავის 64-ე სააჩევნო უბანი;
  • მარნეულის 52-ე საარჩევნო უბანი;
  • მარნეულის 89-ე საარჩევნო უბანი;
  • სენაკის 16-ე საარჩევნო უბანი;
  • ზუგდიდის 80-ე საარჩევნო უბანი.

07:00 საათის მონაცემები, როცა უბნების 50,45% იყო დათვლილი შეგიძლიათ ნახოთ აქ. ცესკოს უახლესი მონაცემები კი აქ. 

აქვე შეგიძლიათ ნახოთ Ipsos-ის ეგზიტპოლის შედეგები 8 საათისათვის, სადაც ნიკა მელია 53%-ით ლიდერობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი