დამარცხებასაც სჭირდება ღირსეული დახვედრა - კობახიძე არჩევნებზე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის გადაყენებულმა თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, "ცესკოს" ბოლო მონაცემებით "ოცნების" დამაჯერებელ გამარჯვებაზე ისაუბრა და ოპოზიციას მოუწოდა, წაგება ღირსეულად მიიღონ. 

"დამარცხებასაც სჭირდება ღირსეული დახვედრა და გუშინ ოპოზიციამ გამოავლინა, რომ ვერ დახვდნენ ამ დამარცხებს ღირსეულად. დაბალი პოლიტიკური კულტურა გამოავლინეს ოპოზიციის წარმოამდგენლებმა - მათ უნდა მიიღონ მარცხიც, ისე, როგორც შეშვენის ღირსეულ პოლიტიკურ სუბიექტს", - თქვა კობახიძემ. 

კობახიძემ 14 მაჟორიტარულ ოლქში პირველივე ტურში გამარჯვებასა და საბოლოოდ 30-ვეში ლიდერობაზეც იწინასწარმეტყველა. 

ცესკოს პირველადი მონაცემები, როცა უბნების 28%-იყო დათვლილი შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ბოლო, 11:00 საათის მონაცემები კი აქ. 

შეგახსენებთ, რომ როდესაც თამარ ჟვანია ცესკოში პირველად შედეგებს აცხადებდა, ოთახში "ნაციონალური მოძრაობის" ცესკო-ს წევრი, დავით კირთაძე შეიჭრა და ჟვანიას საუბარი გააწყვეტინა. 

მოგვიანებით, თამარ ჟვანიას ბრიფინგი მეორედაც შეაწყვეტინეს. 

ცნობისთვის, ოპოზიცია ცესკოს მონაცემებს გაყალბებულს უწოდებს. ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ თქვა, რომ დღეს 4 საათზე საქართველოს მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე ელოდებიან.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კი ფოტოს ავრცელებს, სადაც წერია, რომ "საქართველოში არჩევნების შედეგები ბელარუსის/ცენტრალური აზიის ქვეყნების სტილში ყალბდება".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი