არჩევნები თვენახევრით ადრე რომ ჩატარებულიყო, 60%-ს ავიღებდით - კობახიძე

გამოქვეყნდა:

პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, არჩევნები 1.5 თვის წინ რომ ჩატარებული და რომ არა "გარკვეული ფაქტორები", "ოცნება" არჩევნებში ხმების 60%-ს მიიღებდა. 

"ყველა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში არსებობს სოციალური მდგომარეობა, განსაკუთრებით პანდემიის ფონზე. ბუნებრივია, არჩევნების დინამიკაზე გავლენას ესეც. რეალურად, არჩევნები რომ სადღაც თვენახევრის წინ ჩატარებულიყო, 60%-იანი შედეგი აბსოლუტურად რეალური იყო", - ამბობს კობახიძე. 

კობახიძემ 14 მაჟორიტარულ ოლქში პირველივე ტურში გამარჯვებასა და საბოლოოდ 30-ვეში ლიდერობაზეც იწინასწარმეტყველა. 

ცესკოს პირველადი მონაცემები, როცა უბნების 28%-იყო დათვლილი, შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ბოლო, 11:00 საათის მონაცემები კი აქ. 

შეგახსენებთ, რომ როდესაც თამარ ჟვანია ცესკოში პირველად შედეგებს აცხადებდა, ოთახში "ნაციონალური მოძრაობის" ცესკო-ს წევრი, დავით კირთაძე შეიჭრა და ჟვანიას საუბარი გააწყვეტინა. 

მოგვიანებით, თამარ ჟვანიას ბრიფინგი მეორედაც შეაწყვეტინეს. 

ცნობისთვის, ოპოზიცია ცესკოს მონაცემებს გაყალბებულს უწოდებს. ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ თქვა, რომ დღეს 4 საათზე საქართველოს მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე ელოდებიან.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კი ფოტოს ავრცელებს, სადაც წერია, რომ "საქართველოში არჩევნების შედეგები ბელარუსის/ცენტრალური აზიის ქვეყნების სტილში ყალბდება".

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი