სროლა დმანისში - დაჭრილია საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ოქრიაშვილი, კახა ოქრიაშვილის ბიძაშვილი.
აქვე, დმანისში "ენმ-ძალა ერთობაშიას" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილია.
მერაბ ოქრიაშვილს ფეხში ორჯერ მას შემდეგ ესროლეს, რაც ცნობილი გახდა, რომ დმანისის ოლქში ოპოზიციის კანდიდატი, კახა ოქრიაშვილი, ლიდერობდა.
"შემთხვევას პოლიტიკას ვუკავშირებ. დმანისში 75% ავიღე. დეტალები არ ვიცი", - ამბობს კახა ოქრიაშვილი
დაჭრილი ამ დროისთვის თბილისშია გადმოყვანილი.
"დმანისის გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბისა და დმანისის საკრებულო თავმჯდომარეს, მერაბ ოქრიაშვილს თავს დაესხნენ შურისძიების გამო", - თქვა დიმიტრი შაშკინმა.
პოლიციის თქმით, საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია.
ცნობისთვის, გუშინ, საარჩევნო დღეს, ჯერ გლდანში იყო სროლა, შემდეგ კი მარნეულის საოლქო კომისიასთან შეიარაღებული ხალხი გამოჩნდა.