თითოეული მოქალაქის ხმა ზედმიწევნით ზუსტად იყო ასახული - არჩილ თალაკვაძე

გამოქვეყნდა:

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ საარჩევნო უბნებზე ხმები ობიექტურად იქნა დათვლილი. 

"თითოეული მოქალაქის ხმა, მათი გადაწყვეტილება, ზედმიწევნით და მაქსიმალურად ზუსტად იყო ასახული საარჩევო შედეგებში".

ასევე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" მთავრობის ჩამოყალიბებისთვის საჭირო საპარლამენტო უმრავლესობა უკვე აქვს, თუმცა, მხარდამჭერებთან ერთად, პარტია მეორე ტურისთვის სამართლიან, კონკურენტულ ბრძოლაში ჩართვას და შესაბამისი ოლქების დამაჯერებლად მოგებას აპირებს.

არჩილ თალაკვაძის აზრით, ხელისუფლება კორონავირუსის პირობებში არჩევნების ჩასატარებლად კარგად მოემზადა და თვითილოზაციაში მყოფ პირებს ხმის მიცემის შესაძლებლობა მისცა. ოპოზიციური პარტიების მიზანი კი, დესტრუქციული ქმედებებით საქართველოს დემოკრატიული არჩევნების დისკრედიტაცია იყო. 

"მათ წინასწარაც ჰქონდათ აქტივობები, რომლითაც ცდილობდნენ არჩევნების დისკრედიტაციას და ახლაც, ამ შეკრების დაანონსება არის უნდობლობა საკუთარი საზოგადოების და მოქალაქეების მიმართ, ვინც გააკეთა დემოკრატიული არჩევანი, "- თქვა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შემაჯამებელი ანგარიშით კმაყოფილია. მისი თქმით, არჩევნები შეფასდა, როგორც კონკურენტული და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები მაქსიმალურად დაცული იყო, რაც საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას უსვამს ხაზს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია უბნების 97.09%. შედეგები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

გაყალბებული ოქმები (განახლებადი) იხილეთ აქ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი