რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, მოქალაქეები, რომლებიც დაშლას არ აპირებენ, კარვებს შლიან. კარვების გაშლის პირველ მცდელობას პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა, თუმცა, საბოლოოდ, აქციის მონაწილეთა სიმრავლის გამო, პოლიციამ აქციის მონაწილეებს კარვის გაშლაში ხელი ვერ შეუშალა.
ენმ-ის ერთერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ გადაწყვიტა, ღამით დარჩეს პარლამენტის შენობის წინ და ეს მისი, როგორც მოქალაქის გადაწყვეტილებაა.
ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" ლიდერმა დავით ქაცარავამ ასევე განაცხადა, რომ ღამით რუსთაველზე, თავის მეგობრებთან ერთად დარჩება. რუსთაველზე დარჩენის სურვილი აქციის სხვა მონაწილეებმაც გამოთქვეს.
ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე აქცია ისევ გრძელდება.