საერთაშორისო მედია საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებისა და საპროტესტო ტალღის შესახებ სტატიებს აქვვეყნებს. 

  • ფრანგული გამოცემა "Le Monde" წერს, რომ საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მიჯნაზეა. 
    " ბიძინა ივანიშვილმა გამარჯვება საკუთარ თავს მიულოცა", – წერს ფრანგული გამოცემა.
     
  • გამოცემა DW, სტატიას აქვეყნებს სათაურით - "მმართველი გუნდი გამარჯვებას აცხადებს, ოპოზიცია  შედეგებს აპროტესტებს". სტატიაში საუბარია, რომ მმართველმა, ბიძინა ივანიშვილის, საქართველოს უმდიდრესი კაცის პარტიამ, გამარჯვება, უბნების დახურვიდან სულ მალე გამოაცხადა. ოპოზიციამ კი შედეგები არ აღიარა და პროტესტი გამოაცხადა. სტატიის ბოლოს ასევე წერია, ხელისუფლების მშვიდობიანი და მწყობრი ტრანზიცია მხოლოდ ერთხელ, 2012 წელს მოხდა. 
     
  • The Moscow Times - სტატიას აქვეყნებს, სადაც საუბარია კვირას გამართულ საპროტესტო აქციასა და იქ გამოსულ ათასობით ადამიანზე. "მოთხოვნას ხელახალ არჩევნებზე, შესაძლოა, პოილტიკური კრიზისი მოჰყვეს კავკასიის რეგიონის, 4 მილიონიან ქვეყანაში, სადაც ხშირია არჩევნების შემდგომი ბრალდებები, გაყალბება და დემონსტრაციები". 
    სტატიაში ასევე საუბარი სადამკვირვებლო მისიების შეფასებებზე, როგორც საერთაშორისო ასევე ადგილობრივი. სტატიის ავტორი კი წერს, რომ "საქართველო "ძვირფასი" გახდა დასავლეთისათვის სააკაშვილის შემდეგ, რომელიც ვარდების რევოლუციით 2003 წელს მოვიდა და რომლის დროსაც გატარდა რეფორმები, დემოკრატიულად ჩამოყალიბდა ინსტიტუტები და ასევე, რომლის დროსაც ებრძოდნენ კორუფციას".
     
  • Al Jazeera-ს სტატია სათაურით, "ოპოზიცია საქართველოში არ აღიარებს შედეგებს და იწყებს პროტესტს", საუბარია საქართველოშ მიმდინარე პროცესებზე, საპროტესტო ტალღასა და არაფორმალ ბიძინა ივანიშვილზე, რომლის პარტიაც, როგორც სტატიაშიც არის ნახსენები, უკვე ორი ვადაა ხელისუფლებლების სათავეშია. 

    სტატიაში ასევე ნახსენებია, რომ საქართველოს მეხუთედი რუსეთის მიერაა ოკუპირებული; რუსეთის, რომელიც "წინააღმდეგობას გაწევს, თუ კი საქართველო NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანდება, რომელიც სურს ოპოზციციას და ხელისუფლებასაც. "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, რომელციც რუსეთთან უფრო ახლო კავშირების მოსურნეა" - ვკითხულობთ სტატიაში.

  • საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე, სტატია გამოაქვეყნა Bloomberg-მაც, შემდეგი ფოტოთი:
     

    "საქართველოს მმართველმა პარტიამ, დაფუძნებული უმდიდრესი კაცის მიერ, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა, ოპოზიციის პროტესტის პარალელურად, რომ არჩევნები გაყალბდა" - წერია ბლუმბერგის სტატიაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი