დავინახავთ უპრეცედენტოდ გაზრდილ ზეწოლას არასამთავრობო ორგანიზაციებზე - ბათუ ქუთელია

გამოქვეყნდა:

ატლანტიკური საბჭოს დირექტორი საქართველოში ბათუ ქუთელია არასამთავრობო ორგანიზაციებზე ახალ შეტევას ელოდება. ქუთელია ამბობს, რომ მაშინ, როცა პანდემიის გამო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლები ვერ ჩამოვიდნენ, ეს ფუნქცია მთლიანად ადგილობრივმა ორგანიზაციებმა შეითავსეს და წარმატებულადაც გაართვეს თავი.

ქუთელია "მთავარი არხის" ეთერში საუბრისას საია-ს, გამჭვირვალობისა და ომბუდსმენის საკმაოდ მკაცრ შეფასებებს ეხმაურება და ამბობს, რომ საზოგადოებაში არჩევნების არალეგიტიმურობის განცდაა:

შემდეგ დღეებში დავინახავთ უპრეცედენტოდ გაზრდილ ზეწოლას არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ეს იქნება ალბათ მთავარი სამიზნე სწორედ იმიტომ, რომ ეს ხდებოდა ყველა ავტორიტარულ ქვეყანაში და აქაც ეს მოხდება იმიტომ, რომ სწორედ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეუქმნა დისკომფორტი სახელმწიფოს მიტაცებაში ამ არჩევნებით ქართულ ოცნებას - ამბობს ქუთელია.

ის აშშ-ს საელჩოს განცხადებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ იქამდე ვიდრე პროცესი არ დამთავრდება, სხვა სახის განცხადების მოლოდინი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, არ უნდა გვქონდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი