სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, ამბობს, რომ "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED)" მიერ გამოცხადებული არჩევნების შედეგები "ცესკოს" მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ შედეგებს არ ემთხვევა. მისი თქმით, მინიმუმ, ბოლო 8 წლის განმავლობაში, ასეთი რამ არ მომხდარა.
"მე, როგორც სახალხო დამცველი, რომლის კონსტიტუციურ ვალდებულებასაც წარმოადგენს ქვეყანაში საარჩევნო უფლების დაცვის ზედამხედველობა,მოვუწოდებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობითა და მონაწილობით, დამაჯერებელი პასუხები გასცეს და სამართლიანად და გამჭვირვალედ განიხილოს და გადაწყვიტოს სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ იდენტიფიცირებული პრობლემატური საკითები", - წერს ლომჯარია.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია უბნების 97.09%. შედეგები შეგიძლიათ იხილოთ აქ.