დღეს დილით ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, შერვაშიძის ქუჩაზე მაღაზია გაქურდეს, მაღაზიის მფლობელი "მთავართან" ამბობს, რომ წაღებულია სიგარეტები.
"ადგილზე, რომ მივედი, მაღაზიის შესასვლელი კარის მინები ჩამსხვრეული დამხვდა. თანხას ვერ წაიღებდნენ, რადგან ღამით ფულს არ ვტოვებ. წინასწარ რაც შემიძლია ვთქვა, ის არის, რომ სიგარეტები აქვთ წაღებული," - ამბობს მაღაზიის მეპატრონე
ადგილზე სამართადამცველები იმყოფებოდნენ, მიმდინარეობს გამოძიება.
აქვე შეგახსენებთ:
26 ოქტომბერს ლაგოდეხის სოფელ ცოდნისკარში ორი სასურსათო მაღაზია გაქურდეს. წაღებულია სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, პროდუქტი, ტკბილეული, თამბაქოს ნაწარმი და ალკოჰოლური სასმელები.
23 ოქტომბერს ორმა პირმა ზვიად ციკოლიას მაღაზიის გაძარცვა სცადა. არასრულწლოვანებმა ბამბის რიგში სხვა მაღაზიების გაქურდვაც სცადეს.
17 ოქტომბერს ქუთაისში მაღაზიათა ქსელ "მაგნიტის" ერთ-ერთი ფილიალი გატეხეს.
13 ოქტომბერს გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალარში გამთენიისას სასურსათო მაღაზიი კედელი დაანგრიეს გაქურდეს.
2 ოქტომბერს, ჩხოროწყუს ცენტრში გვიან ღამით 2 მაღაზია გაქურდეს. მათგან ერთი პოლიციის შენობიდან დაახლოებით 100, მეორე კი 200 მეტრში მდებარეობს.