ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა ციხეში გიორგი რურუაზე თავდასხმას ეხმიანება და აცხადებს, რომ თვითონ იჯდა სამი წელი სამარტოო საკანში და არცერთი წამით არ უნახავს სხვა პატიმარი, ამიტომ დარწმუნებულია, რომ თავდასხმა სპეციალურად იყო მოწყობილი.
არავინ მოგატყუოთ, რომ ასეთი რამ შეიძლება შემთხვევით მოხდეს, რადგან მე თვითონ სამი წელი ვიჯექი სამარტოო საკანში და არცერთი წამით არ მინახავს სხვა პატიმარი: იქნება ეს სასეირნოდ გაყვანა თუ აბანოში, არ არსებობს, იქ სხვა პატიმარი შეგხვდეს, ამიტომ ეს არის მოწყობილი და ივანიშვილი ამით გვეუბნება, რომ მოგპარეთ არჩევნები, არ გასვენებთ ციხეში, რომ გავტყდეთ...
გიგი უგულავას თქმით, გლდანის ციხის უფროსს ამ თავდასხმის გამო აუცილებლად მოეკითხება:
ვინ არის გლდანის ციხის უფროსი, არ მახსოვს, მაგრამ მინდა მივმართო: კისრიდან მოგეკითხებათ ამ თავდასხმის გამო და, დარწმუნებული ვარ, თავდასხმა იქ მოხდებოდა, სადაც კამერები არ არის და თუ არის, ამოიღეთ და გაარკვიეთ, რა მოხდა, - აღნიშნა გიგი უგულავამ "მთავართან" საუბრის დროს, რუსთაველის გამზირიდან, სადაც ცესკოს მიერ არჩევნების გაყალბების გამო გუშინ დაწყებული საპრორესტო აქცია განახლდა.
შეგახსენებთ, ციხეში მყოფ გიორგი რურუაზე, რომელიც ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილის მიერ ივანიშვილის პირად პატიმრადაა მიჩნეული, თავდასხმა დღეს მოხდა.
მოგვიანებით, მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, ხოლო თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
აქვე შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" მეწილე, ანტიოკუპაციური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერი გიორგი რურუა 2019 წლის ნოემბერში დააკავეს და ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება წაუყენეს. საქმეში უამრავი დარღვევაა, რის გამოც გიორგი რურუას დაკავება და მისთვის მისჯილი პატიმრობა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურად მოტივირებულ ქმედებადაა მიჩნეული.
აღსანიშნავია, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება ერთერთი პუნქტი იყო 2020 წლის 8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებაში, თუმცა, ხელისუფლებამ შეთანხმების ეს ნაწილი არ შეასრულა,