ამომრჩევლის მოსყიდვა და დაშინება, ძალადობა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და საარჩევნო პროცესში ჩართული კრიმინალური ავტორირტეტები - აყენებს თუ არა ეს ყველაფერი არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ?

კონსტიტუციონალისტები ამბობენ, რომ ლეიგიტიმურობის საკითხი დგას, მითუმეტეს, თუ ოპოზიცია არ შევა პარალამენტში და მხოლოდ მმართველი გუნდი იქნება წარმოდგენილი საკანონმდებლო ორგანოში.

ასევე სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ სხვა შედეგებზე მეტყველებს პარალელური დათვლის მონაცემებიც. მათივე აზრით, ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგები ქართველი ამომრჩევილს ნებას არ ასახავს. 

ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ მათ დააფიქსირეს ფულის ხელიდან-ხელში გადაცემა, ასევე ამომრჩევლის ნების კონტროლი, მობილიზებული კრიმინალური ჯგუფებბი და სხვა. 

საიაში ამბობენ, რომ ყველა მნიშვნელოვანი პროცედურის დასრულების შემდეგ წარადგენენ საბოლოო დასკვნას. 

იურისტები ასევე აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია ყველა დარღვევა დროულად გამოვლინდეს, იმისთვის რომ განისაზღვროს ლეგიტიმურობის საკითხი დადგება თუ არა. 

აქვე შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, პროფესიით იურისტი ნიკა გვარამია განმარტავს, რატომ ვერ იქნება პარლამენტი ლეგიტმური. "არჩევნებისთვის კანონიერება (ანუ ფორმალური კანონშესაბამისობა) სრულიად არასაკმარისია. ის ასევე უნდა იყოს ლეგიტიმური, რაც მოიცავს შინაარსობრივ მხარეს - ანუ შედეგი უნდა გამოხატავდეს ამომრჩევლის რეალურ ნებას" - დაწერა ნიკა გვარამიამ. 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი