"ცესკოს" შედგებს უნდოლობას უცხდებენ მარნეულში. "ნაციონალური მოძრაობის" წევრების თქმით, მმართველი პარტიის წევრები ოპოზიციის წარმომადგენლებს შანტაჟითა და მუქარით გაყალბებულ ოქმებზე ხელის მოწერას აიძულებდნენ. ამ გზით, ერთ-ერთ უბანზე "ქართულმა ოცნებამ" 200 ხმა მიიმატა.
არასამთავრობო ორგანიზაციის "სამოქალაქო პლატფორმა 2020" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა მარნეულის პოლიციაში არჩევნების გაყალბებულ ოქმებთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანეს. ისინი ამბობენ, რომ მათ ხელთ არსებული ოქმებისა და "ცესკოზე" ატვირთული ოქმების შედეგები სრულიად განსხვავებულია.
"67-ე უბანზე არის 300 ხმა მოპარული. "1" არის გადაკეთებული "4"-ად. ანუ, ოლქმა ატვირთა ხმა, სადაც ზაურ დარგალს აქვს 473 ხმა, ხოლო უბნიდან წამოღებულ ოქმში აქვს 173 ხმა" - ამბობენ ოპოზიციაში
მათი თქმით, ეს დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულია. გარდა ამისა, ოპოზიციის წარმომადგენლებს 61 საჩივარი ქვთ შეტანილი და უბნების ბათილობას ითხოვენ.
გაყალბებული ოქმები შეგიძლიათ იხილოთ აქ.
"საერთაშორისო გამჭვირვალობამ" 61 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმები გაასაჩივრა.
ასევე, თამარ კორძაიას ინფორმაციით, "გაერთიანებულ ოპოზიციას" 853 საჩივარი აქვს მომზადებული, რომლებიც შემაჯამებელი ოქმების ბათილობას ეხება.
მისივე თქმით, არსებული მონაცემებიც საკმარისია იმისთვის, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, 31 ოქტომბრის პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები გაუქმდეს და ხელახალი კენჭისყრა დაინიშნოს.