ივანიშვილი აკეთებს ისეთ რამეს, რაც არასდროს, არც ერთ ეპოქაში არავის არ "გასვლია" - გიგი უგულავა

გამოქვეყნდა:

ნიკა გვარამიას გადაცემაში, რომელიც არჩევნების შედეგებს ეთმობა, გიგი უგულავა ამბობს, რომ ივანიშვილი, აკეთებს ისეთ რამეს "რაც, არასდროს, არც ერთ ეპოქაში არავის ამ ქვეყანაში არ გასვლია." მისივე თქმით ზღაპრები, რომ თითქოს ოპოზიცია ურევს რამეს, აბსურდია, რადგან ასეთი ბერკეტი ოპოზიციას არასდროს აქვს. 

"ყველაზე სახიფათო ფაზაში შევედით, ამიტომ გამოსავალი არის მარტივი - რიგგარეშე არჩევნები, ოღონდ ცესკოს ამ ადმინისტრაციის გარეშე... თუ ასე არ მოხდა, გვეყოლება ჯამახირია, რომელიც რამდენიმე თვეს გაძლებს, დილა დაიწყება ასე, რომ სოფიო კილაძე ან ანრი ოხანაშვილი გამოვა და იტყვიან ლექსს ივანიშვილზე, შემდეგ იქნება ამ ლექსების განხილვა, შემდეგ კულტურის კომიტეტში იქნება ბერას შემოქმედებითი საღამოების განხილვა, შემდეგ გამოვა ვიღაც და იტყვის - ბატონო ბიძინა, ამდენს რომ მუშაობთ არ იღლებით ? და აი ეს იქნება მთელი პარალამენტი და ამას ხალხი არ აიტანს, როდესაც გარეთ პანდემია მძვინვარებს და ეკონომიკა ჩამოშლილია. ამიტომ, ივანიშვილი აკეთებს ისეთ რამეს, რაც არასდროს, არც ერთ ეპოქაში არავის არ "გასვლია".  ამის გამო მარტივა დგას საკითხი, თუ არ ჩატარდება არჩევნები, ყველა პასუხისმგებლობა, რაც შეიძლება მოხდეს ქვეყანაში,  იქნება ივანიშვილის და მისი "ქართული ოცნების". ეს ასეა, ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს, რომელსაც შესაძლოა, კატასტროფა მოყვეს.  ზღაპრები, რომ თითქოს ოპოზიცია ურევს, შვება რამეს, ეს სიდებილეა, ოპოზიციას არასდროს აქვს ამის ბერკეტი. ყველა სიჩლუნგე მოდის ხელისუფლებისგან, რომელსაც აღარ შეუძლია და არ უნდა წასვლა. მერე იწყება ყველა პრობლემა. და საქართველოში წასვლის მაგალითები უნდა შევქმნათ, მოსვლის მაგალითებზე უფრო მნიშვნელოვანი, წასვლის მაგალითებია. და თუ ივანიშვილი არ შექმნის ამას, ძალით მოუწევს, და ეს არ იქნება წასვლის მაგალითი - ეს იქნება გაძევება. თუ არჩევნები უქმდება, და თუ არ აძლევ ცვლილების საშუალებას, კანონიერს და სამართლიანს, ადამიანს ეს სურვილი კი არ დაუჩლუნგდება, პირიქით გაუმძაფრდება  და სხვანაირად გადაწყვეტს ამას." - ამბობს გიგი უგულავა 

ცნობისთვის, კვირას 8 ნოემბერს ოპოზიცია გეგმავს მასშტაბურ აქციას, სადაც კიდევ ერთხელ არჩევნების შედეგებს გააპროტესტებენ.  შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ პარლამენტის წინ აქცია გუშინ, 1 ნოემბერსაც, გამართა.  ცუდი ამინდის მიუხედავად თბილისის პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ დღესაც.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიები, რომლებიც გადაცემაში იღებენ მონაწილეობას უარი თქვეს მანდატების მიღებაზე - ეს პარტიები არიან: "ნაციონალურმა მოძრაობამ""სტრატეგია აღმაშენებელმა", "ევროპულმა საქართველომ""ლელომ" და "ლეიბორისტულმა პარტიამ" .

პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს "პატრიოტთა ალიანსიც".

აღსანიშნავია, რომ "სამართლიანი არჩევნების" ხმების პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% აიღო და არა 48 როგორც ამას ცესკო ამბობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი