"დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე "მთავარი არხის გენერალურ დირექტორს მადლობას უხდის.
ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ სწორედ ნიკა გვარამიას გამოსვლა იყო ის, რამაც ოპოზიცია გამოაფხიზლა. ბურჯანაძე "მთავარი არხის" ეთერში, ნიკა გვარამიას კვირის გამოსვლაზე საუბრობს, როცა მან ოპოზიციას მიმართა და პირველი განცხადება გააკეთა, რომ ცესკო არჩევნებს აყალბებდა:
რომ არა თქვენი გამოსვლა კვირა დილით, აღშფოთებული, რომელითაც მოგვმართეთ სრულად სამართლიანად ოპოზიციას, შეიძლება რაღაცეები სხვანაირად წასულიყო და არცთუ სწორად. მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ... მართლა ისეთ შოკში ვიყავით ყველანი, მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელს იგივე შოკი გამოვლილი გვაქვს, მაშინაც იგივე გაგვიკეთა მცირე პარტიებს ივანიშვილმა და ძალიან გაგვიჭირდა ამის ახსნა, როგორ მოხდა...
თქვენმა შემოძახილმა, კარგად რომ დაგვიცაცხანეთ ოპოზიციას, პოზიტიური როლი ითამაშა "- ამბობს ნინო ბურჯანაძე.
შეგახსენებთ, არჩევნების დასრულების შემდეგ ცესკომ ოქმების გამოქვეყნება დააგვიანა, რის გამოც ნიკა გვარამიამ "მთავარი არხის" ეთერში განცადება გააკეთა და თქვამ, რომ ეს იყო ნიშან იმისა, რომ თამარ ჟვანია შედეგებს აყალბებდა და აუციელბელი იყო ოპოზიციის მობილიზება.
რაც შეეხება არჩევნებსა და იმ შედეგებს, რაც ცესკომ დადო. ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ მხოლოდ იმ მანდატებს აიღებს, რომლის მოპოვებაშიც დარწმუნებულია და გაყალბებული არჩევნების პირობებში, პარლამენტში არ შევა.
"არ ვაპირებ ივანიშვილის გადმოგდებულ 1, 2 ან 3 მანდატის აღებას. მე მხოლოდ იმ მანდატს ავიღებ, რომელიც ვიცი, რომ მოვიპოვე".- ამბობს ბურჯანაძე და ბიძინა ივანიშვილის წასვლის გარდაუვალობაზე საუბრობს:
"არ წავა? სამწუხაროდ, გაგდებით მოუწევს წასვლა" - ამბობს "დემოკრატიული მოძრაობის' ლიდერი.
ცესკოს მონაცემებით, ნინო ბურჯანაძის პარტიამ "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" 2020 წლის არჩევნებში ხმათა 0.75% მოიპოვა.