ტერაქტი ავსტრიაში - სროლის ხმა დედაქალაქის ცენტრში - ვიდეო

გამოქვეყნდა:

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში სავარაუდოდ ტერორისტული თავდასხმაა. გავრცელებული ცნობით, სროლა ერთდროულად ქალაქის რამდენიმე ადგილას მოხდა. არიან დაშავებულებიც 

პოლიცია მოქალაქეებს ვიდეო და ფოტო მასალის მიწოდევას შესაბამის ბმულზე სთხოვს. ვენის პოლიცია ასევე მოქალაქეებს შინ დარჩენას სთხოვს. 

მთავარს ვიდეო მასალას უგზავნიან ვენის ცენტრიდან, სადაც პოლიციაა მობილიზებული, ისმის სროლის ხმაც. 

ფეიქბუქ მომხმარებელი სტატუსს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც ვენის ცენტრში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. მარიაჰილფეს ქუჩაზე, რომელიც ცენტრში მდებარეობს და სადაც ძირითადად რესტორენები და მაღაზიებია განთავსებული,  რესტორებში Joma-ში, Schwarzen Kameel-სა და Akakiko-ში ტყვეები აიყვანეს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი