"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას თქმით, არც ნიკა მელიას და არც რომელიმე მათგანს არ ეშინია იმ ქმედებების, რაც შეიძლება ბიძინა ივანიშვილმა განახორციელოს. მისი თქმით, ეს ყველაფერი ბრძოლაში მეტ ენერგიას და ჟინს აძლევთ.
"ეს არის შეშინებული ბიძინა ივანიშვილის აგონიური მოქმედებები, სულ რამდენიმე წუთში უკან დაიხია პროკურატურამ, თავიდან ისინი თითქოსდა შევიდნენ პატიმრობის მოთხოვნით, რამდენიმე წუთში შეცვალეს ეს ჩვენება, იმიტომ, რომ რა თქმა უნდა, ეს არ არის დამოუკიდებელი უწყებების მიღებული გადაწყვეტილება, ეს არის პანიკაში მყოფი ივანიშვილის უმეცარი დავალებები", - თქვა თინა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, პროკურატურამ გადაწყვეტილება შეცვალა და ნიკა მელიას აღკვეთ ღონისძიებად 100 000 ლარიანი გირაო მოითხოვა, პროკურატურას ასევე სრუს მელიას საზღვრის გადაკვეთის აკრძალვა დაუწესონ.
თავდაპირევლად გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურა მელიას აღკვეთი ღონისძიების პატიმრობით შეცვლას ითხოვდა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით მიმართა. ეს გადაწყვეტილება უწყებამ მას შემდეგ მიიღო, რაც 1 ნოემბერს ნიკა მელიამ პარლამენტთან აქციაზე ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. მისი თქმით, აღარ აპირებს სამაჯური ატაროს, რადგან ის უსამართლობის სიმბოლოა.
ნიკა მელია ამბობს, რომ სამაჯურის გაკეთებას არ აპირებს და ბოლომდე იბრძოლებს.
პრცესი საქალაქო სასამართლოში დღეს, 3 ნოემბერს 5 საათზეა ჩანიშნული.