მოსყიდვა, ძალადობა, მძიმე შეფასებები - სამოქალაქო სექტორი საერთაშორისო გამოხმაურებებზე

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო სექტორი 31 ოქტომბრის არჩევნების შესახებ NDI-ის , აშშ-ის საელჩოს და ევროკავშირის ანგარიშებს ეხმაურება და ამბობს, რომ საერთაშორისო დასკვნა საკმაოდ მწვავეა.

"ძალიან მძიმე გამოხმაურებებია, განსაკუთრებით, აშშ-ის, NDI-ის, ევროკავშირის, ყველგან არის ნათქვამი, რომ ეს არჩევნები ხასიათდებოდა მოსყიდვით, ძალადობით, წაშლილი იყო ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიულ ისტინტუტებს შორის,  ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები სერიოზულად მოუწოდებენ ხელისფულებას, რომ გამოიძიონ ყველა დარღვევა, საერთოდ შეუძლებელია სამართლიანად ჩაითვალოს ეს არჩევნები - ამბობს "საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" გამგეობის თავმჯდომარე, დავით სიხარულიძე

მესამე სექტორის თქმით, საერთაშორისო გამოხმაურებების შინაარსი, არჩევნების ლეგიტიმურობასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

"აშშ-ს საელჩოს განცხადებაში საუბარია, რომ ცესკომ უნდა განიხილოს ყველა საჩივარი, რომ არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ იყოს - ეს არის ძალიან ძლიერი გზავნილი", - ამბობს "საერთაშორისო გამჭირვალობის" დირექტორი, ეკა გიგაური.

შეგახსენებთ,  NDI-ის შეფასებას მწვავედ და არჩევნების არალეგიტიმურობის ამსახველად აფასებენ ოპოზიციის სხვა წევრებიც.

აშშ-ის საელჩოს შეფასება 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ იხილეთ აქ.

ევროკავშირის შეფასება 31 ოქტომბრის არჩევნების შესახებ იხილეთ აქ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი