ნიკა მელიას სასამართლომ 70 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

გამოქვეყნდა:

ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 70 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება ამ წუთებში გახდა ცნობილი.

ამით მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მელიას დამატებით 40 ათასი ლარის გადახდა უწევს, რადგან 30 000 პირველი გირაოს სახით უკვე შეტანილი აქვს.

ნიკა მელიას დღეს პასპორტიც დაუბრუნეს, თუმცა ქვეყნის დატოვება ისევ აკრძალული აქვს საგამოძიებო უწყებებთან შეთანხმების გარეშე. გირაოს გადახდისთვის კი მელიას 50 დღიანი ვადა აქვს.

თავდაპირველად შოთაძის უწყება მელიას დაპატიმრებას ითხოვდა, თუმცა ცოტა ხანში ეს მოთხოვნა შეცვალა.

შეგახსენებთ, რომ 1 ნოემბერს ნიკა მელიამ პარლამენტთან აქციაზე ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო.  

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი