ნიკა მელიას პასპორტს უბრუნებენ, სამაჯურს ხსნიან, მაგრამ გირაოს ითხოვენ

გამოქვეყნდა:

ნიკა მელიას საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა. საქალაქო სასამართლოში 1 საათიანი შესვენება გამოცხადდა.

ნიკა მელიას ადვოკატი ამბობს, პროკურატურა ყველანაირი შეზღუდვების მოხსნას ითხოვს, რადგან მიაჩნია, რომ ეს შეზღუდვები არაეფექტური იყო. ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურამ მოითხოვა ელექტრონული სამაჯურის გაუქმება და მელიასთვის პასპორტის უკან დაბრუნება.

შოთაძის უწყება მხოლოდ ფულს ითხოვს

როგორც მელიას ადვოკატი ამბობს, პროკურატურა ყველანაირი შეზღუდვების მოხსნას ითხოვს, რადგან მიაჩნია, რომ ეს შეზღუდვები არაეფექტური იყო. შოთაძის უწყება მხოლოდ ფულს ითხოვს:

ვინაიდან არაეფექტური იყო და ვერ ვაკნტროლებდით, გავზარედთ თანხის ოდენობა, რადგან ეს გახდება შემაკავებელიო - ამბობს მელიას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესს თავად ნიკა მელია არ ესწრება.

პროკურატურამ დღეს სასამართლოს ჯერ მელიას დაპატიმრების, მოგვიანებით კი 100 000 ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.

გადაწყვეტილება პროკურატურამ მას შემდეგ მიიღო, რაც 1 ნოემბერს ნიკა მელიამ პარლამენტთან აქციაზე ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. მელია ამბობს, რომ აღარ აპირებს ატაროს სამაჯური, რომელიც ივანიშვილის უსამართლო რეჟიმის სიმბოლოა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი