ხელისუფლების ორგანიზებული ძალადობა - გიორგი რურუაზე თავდასხმის გამო "ოცნებას" ოპონენტები აკრიტიკებენ

გამოქვეყნდა:

ხელისუფლებამ სცადა, პოლიტპატიმარ გიორგი რურუაზე თავდასხმის ორგანიზებითა და შემდეგ ამ კადრების გასაჯაროვებით, ოპონენტებს თავისი ძალა აჩვენოს და მიანიშნოს, რომ ვინც ურჩობას გადაწყვეტს, მსგავსი პრობლემები ელის.

რა რეაქაცია ჰქონდათ საგამოძიებო უწყებებს რურუაზე განხორციელებული ძალადობის შემდეგ? საგამოძიებო მოქმედებები ციხეში სულ ცოტა ხნის წინ დასეულდა და თავად გიორგი რურუა მოწმის სახით გამოიკითხა, თუმცა, არაა გამორიცხული, მას მოგვიანებით დაზარალებულის სტატუსი მიანიჭონ. 
ხელისუფლების ამ ნაბიჯმა მძაფრი კრიტიკა გამოიწვია ოპოზიციისგან.

"ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა და ციხის ადმინისტრაციამ ამ კადრების გავრცელება იმიტომ გადაწყვიტა, რომ ჩვენებინათ, თითქოს თავიდანვე ცდილობდნენ აღეკვეთათ თავდასხმის ფაქტი, - ამბობს ენმ-ს ერთერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი.

მკაცრად აფასებენ თავდასახმას არასამთავრობო ორგანიზაციებიც, ისინი ამბობენ, რომ იმის ნაცვლად, რომ დასჯილი იყვნენ დამნაშავეები, ხელისუფლების მხრიდან ვხედავთ გაუგებარ ნაბიჯებს, - მამბობენ არასამთავრობოთა წარმომადგენლები. 

შეგახსენებთ, ციხეში მყოფ გიორგი რურუაზე, რომელიც ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილის მიერ  ივანიშვილის პირად პატიმრადაა მიჩნეული, თავდასხმა დღეს მოხდა. 

მოგვიანებით, მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, ხოლო თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

აქვე შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" მეწილე, ანტიოკუპაციური მოძრაობის აქტიური მხარდამჭერი  გიორგი რურუა 2019 წლის ნოემბერში დააკავეს და ბრალად  ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება წაუყენეს. საქმეში უამრავი დარღვევაა, რის გამოც გიორგი რურუას დაკავება და მისთვის მისჯილი პატიმრობა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, ხელისუფლების მხრიდან  პოლიტიკურად მოტივირებულ ქმედებადაა მიჩნეული. 

აღსანიშნავია, რომ სხვა, პოლიტიკური ნიშნით დაკავებულთა (გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი) გათავისუფლებასთან ერთად, გიორგი რურუას გათავისუფლება ერთერთი პუნქტი იყო 2020 წლის 8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებაში, თუმცა, ხელისუფლებამ შეთანხმების ეს ნაწილი არ შეასრულა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი