იურისტ, ბექა ბასილაიას განცხადებით, მინიმუმ 20 ოქმი აქვთ, სადაც ხელმოწერები გაყალბებულია. ამ თემაზე მან დღეს, 4 ნოემბერს სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ტექნიკურ შეცდომებად ვერ აიხსნება.

"ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულია მინიმუმ 20 ოქმი, სადაც ხელმოწერები გაყალბებულია. საუბარია ათეულობით ხელმოწერაზე და ეს მხოლოდ შემთხვევითი პრინციპით განხორციელდა, შესაძლებელია სრულიად ადვილად სხვა ოლქებშიც იყოს მსგავსი ტიპის კრიმინალი ჩადენილი", - თქვა ბექა ბასილაიამ. 

მისი თქმით, ამ საჩივრებს პროკურატურაში დღესვე შეიტანენ. მან მედიას კონკრეტული მაგალითებიც აჩვენა. მისი თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე და 164 მესამე პრიმა მუხლით გამოწვეული დანაშაულია.

ბასილაიას თქმით, გამოძიება მყისიერად უნდა დაიწყოს და პროკურატურისგან გამოძიებას დღის ბოლომდე ელოდებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი