თუ რამეს ჰქვია ტოტალური გაყალბება, ესაა 31 ოქტომბრის არჩევნები - ოპოზიცია ოქმებში დისბალანსზე

გამოქვეყნდა:

ოპოზიციის წარმომადგენლები არჩევნების გაყალბებულ შედეგებზე კონკრეტულ ოქმებზე დაყრდნობით საუბრობენ. 

"პრაქტიკულად არც ერთ უბანზე შედეგი ობიექტურად არ ასახულა. კერძოდ, ისანში არის 81 საარჩევნო უბანი - აქედან 45 ოქმში დისბალანსია. შეცდომითაა ასევე შეყვანილი ბიულეტენებისა და ამომრჩეველთა რაოდენობის თანაფარდობა", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე 

ამასთან, ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მსგავსი ტიპის მასშტაბური გაყალბება ბოლო წლების განმავლობაში არასდროს უნახავთ. 

"მე მსგავსი გაყალბება 90-იანი წლებიდან არ მინახავს - იყო კარუსელები, ოქმების გადაწერა. მიმაჩნია, რომ არჩევნები არალეგიტიმურია, უნდა გაუქმდეს და დაინიშნოს ხელახლა", - თქვა "ენმ-ძალა ერთობაშიას" მაჟორიტარობის კანდიდატმა, ცეზარ ჩოჩელმა. 

"მოქალაქეები" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კი ამბობს, რომ ციფრები ყველა დაუბალანსებელ ოქმში "ოცნების" სასარგებლოდაა ასახული და "ეს გასაკვირი არცაა".

"მთაწმინდის საარჩევნო უბანზე 29 ხმა მივიღეთ და ეს რიცხვი გადაკეთებულია 3-ად. სულ მცირე, ჩემი ოჯახის წევრები აძლევდნენ იქ ხმას. არჩევნები უბინძურესად ჩატარდა. ტოტალური გაყალბება თუ რამეს ჰქვია, ჰქვია 31 ოქტომბრის არჩევნებს", - ამბობს ელისაშვილი.

ცნობისთვის, დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თამარ კორძაიამაც, ბიულეტენების ხელახალი გადათვლა მოითხოვა.  

 გაყალბებული ოქმები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი