შეტყობინება ცესკოს საერთო ჩატიდან - საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ეკა ცაბაშვილი კატეგორიულად ითხოვს კომისიის ყველა წვერისგან იმ პირების გამოაშკარავებას, რომლებმაც მისი მითითების გარეშე გასცეს ელექტრონული ოქმები.
დღეს დილიდან ახალი ამბების გასაჯაროება ცესკო-ს ადმინისტრაციის კადრების დეპარტამენტის უფროსს დაევალა, თუმცა რამდენიმე ბრიფინგის შემდეგ ის თავად თავმჯდომარის მოადგილემ შეცვალა.
პრესსპიკერის დაბლოკვის მიზეზების ახსნა ცესკოში მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც თემით "მთავარი არხი" დაინტერესდა.
HR რატომ აკეთებს თქვენი სახელით განცხადებებს, ანა მიქელაძემ პროტესტი ხომ არ გამოთქვა - დაწერა დღეს "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ.
ამის შემდეგ "მთვარი" ახსნა-განმარტებისთვის ცესკოს დაუკავშირდა. ჟვანიას უწყებაშიუ ჯერ გვითხრეს, რომ "უბრალოდ, ასე იყო დაგეგმილი" , ამის შეგდე კი, ბრიფინგზე გიორგი კალანდარიშვილმა თქვა, რომ ანა მიქელაძე "უცებ შეუძლოდ გახდა".