
ჯერ არ დადასტურება რომელიმე კანდიდატის გამარჯვება ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში, მაგრამ ჯო ბაიდენი უკვე ამბობს, რომ ხმების დათვლის დასრულების შემდეგ ის იქნება გაამრჯვებული:
"ახლა უკვე ნათელია, მაგრამ არ ვამბობ რომ მოვიგეთ, თუმცა ვამბობ, რომ როცა ხმების დათვლა დასრულდება ვიტყვი, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ" - ჯო ბაიდენი სიტყვით დელავერში გამოვიდა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპა მნიშვნელოვანი შტატებში გაიმარჯვა, როგორებიცაა, ტეხასი, ფლორიდა, ოჰაიო, მაგრამ მას კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან შტათში სჭირდება უპირატესობა.
ამ წუთებში საარჩევნო ხმები კი ასე ნაწილდება: 237 ჯო ბაიდენი, 213 - დონალდ ტრამპი
შეგახსენებთ, საარჩევნო კოლეგია წყვეტს ვინ გაიმარჯვებს, კოლეგია, რომელიც 538 წევრისგან შედგება, საიდანაც, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს გასამარჯვებლად სულ მცირე 270 ხმა სჭირდება.
აქვე აღსანიშნავია, რომ ხმების დათვლის პარალელურად, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, ფოსტით გაგზავნილი პასუხების საბოლოო შედეგები.