ბათუმში მხოლოდ ერთ საარჩევნო უბანზე ხელმეორედ გადაითვლიან ბიულეტენებს. 91 საჩივრიდან ბათუმის საოლქო კომისიამ მხოლოდ ერთი დააკმაყოფილა. #79-ე უბანზე ხმების გადათვლის პროცესი ამ წუთებში უნდა დაიწყოს.
"სამართლიანი არჩვენების" წარმომადგენელი, მადონა ბერიძე ამბობს, რომ შემაჯამებელ ოქმებში იყო დისბალანსი და ჩცასწორებები. სწორედ ამიტომ, ორგანიზაციის მოთხოვნა შემაჯამებელი ოქმების ბათილობა და ხმების გადათვლა იყო.
ბათუმის საოლქო კომისიის თავმჯდომარე ციალა შავაძე ამბობს, საჩივრების უმეტესობა კომისიამ არ დაკმაყოფილა და ტექნიკური შეცდომები გაასწორეს.
"საჩივრების უმეტესობაში იყო მოთხოვნილი საუბნო საარჩევნო კომიის შემაჯამებელი ოქმების ბათილობაზე და გადათვლაზე, მათგან უმეტესობა, რა თქმა უნდა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო - თუკი რაიმე ტექნიკური შეცდომა ჰქონდათ უბნებს ეს გაწორდა. ტექნიკური შეცდომა ჰქონდათ უბნებს, შესაძლოა იყო გადაღლილობის გამო, რა თქმა უნდა, ამაზე მოქმედებს ფსიქოლოგიური სტრესი, რაც იყო იმ პერიოდში უბნებზე, დამკვირვებლების და წარმომადგენლების მხრიდან, ამ ყველაფერმა გავლენა იქონია საუბნო კომისიის მუშაობაზე," - ამბობს ციალა შავაძე.
აქვე გეტყვით, რომ გუშინ, 4 ნოემბერს მთელი ღამის განმვლობაში საჩვრების განხილვა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა, დაშავდა 5 ადამიანი. საოლქო კომისია კი, ოპოზიციური პარტიების წარმოადმგენლებმა პროტესტი ნიშნად დატოვეს.
საპროტესტო აქციები ბათუშმი კვირამდე არ ჩატარდება, თუმცა ამ დროის განმავლობში ხელისუფლების ოპონენტები აჭარის ყველა რაიონში მოსახლეობას შეხვდებიან და 8 ნოემბრის აქციაზე მოსვლისკენ მოუწოდებენ.
შეგახსენებთ, არჩევნები საქარათველოში 31 ოქტომბერს ჩატარდა და როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი და ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, ცესკომ არჩევნების შედეგები გააყალბა. ოპოზიციურმა პარტიებმა სრული შემადგენლობით უარი თქვეს მოპოვებულ მანდატებზე, დაიწყო მასობრივი საპროტესტო გამოსვლები როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში.
ცნობისთვის, ცესკოს საბოლოო მონაცემები საპარლამენტო არჩევნების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ აქ. ამ მონაცემების მიხედვით, პირველ ადგილზე მმართველი პარტია - "ქართული ოცნება" გავიდა, მეორე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", მესამეზე კი - "ევროპული საქართველო".
ავტორი: თეა ვაშალომიძე